ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას მართავენ. "მინდა ვიცოცხლო" - ეს არის აქციის მთავარი ლოზუნგი.
კავშირის სიცოცხლისთვის დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს ონკოპაციენტების მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი. ასევე, ქვეყანაში შემოვიდეს დეფიციტური მედიკამენტები.
მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის დროს ონკოპაციენტებს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ.
"ჩვენ გვაქვს რიგი მოთხოვნები, იმიტომ, რომ ონკოპაციენტები დღეს ჯანდაცვასთან ურთიერთობაში აწყდებიან უამრავ ხარვეზს. მათ სამინისტრო უშვებს ბიუროკრატიულ მანქანაში და ისინი ვერ იღებენ დროულად და უწყვეტად მკურნალობას. მათზე არის დაწესებული 25 000–ლარიანი ლიმიტი, რაც არაფერში ჰყოფნით ონკოპაციენტებს. ასევე, დეფიციტია წამლების, რიგი წამლები საერთოდ რეგისტრირებული ქვეყანაში. ჩვენ ვითხოვთ ამ პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებას", – აღნიშნავს გვანცა აფხაიძე ფორმულასთან.
ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "მინდა ვიცოცხლო" მთავრობის ადმინისტრაციასთან 12 თებერვალსაც გამართა.